საინფორმაციო შეხვედრა ვანში
1ვანის საკრებულოში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, სკოლის პედაგოგები, სოციალური მუშაკი და მერიის ბავშვთა განყოფილების თანამშრომლები.
შეხვედრა დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხს, თუ რა სერვისები არსებობს ბავშვთა მოვლის კუთხით და რა საჭიროებს დახვეწას. მონაწილეები ასევე გაეცნენ ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.
მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია ამ საკითხების ადვოკატირებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)