ძალადობის საკითხებზე მსჯელობა თეკლათში

ადვოკატირების ჯგუფმა სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ჩაატარა შეხვედრა აქტიურ ქალებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, სამედიცინო პერსონალთან.

მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოკუმენტში ასახულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე.

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ განყოფილების წარმომადგენლები. ასევე აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები