რომელი საკითხებია მეტნაკლებად საინტერესო - ამ შეკითხვის შემდეგ არის 8 სავარაუდო პასუხი, რომელშიც წარმოდგენილია ვებგვერდის კატეგორიები: ცენტრალური/ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული სერვისები, სამართლებრივი მექანიზმები/კანონები, ცხელი ხაზების და აპლიკაციების ბმულები, წარმატების ისტორიები, სტატისტიკა, რისკების ინდიკატორების რუკა.
ამას გარდა, ჩვენ გვაინტერესებს, კიდევ რა ტიპის ინფორმაციის მიღება სურთ მკითხველებს და რამდენად მარტივია ვებგვერდზე საჭირო ინფორმაციის მოძიება.
მიღებული პასუხების გაანალიზება ხელს შეუწყობს ვებგვერდის სრულყოფას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)