მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაოები სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ჯგუფმა შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა.  

გამოიკვეთა ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. ამისთვის შემუშავდება რეკომენდაციები, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს, განსაზღვრონ ბენეფიციარებზე გათვლილი სტრატეგია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენმა მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე“.

ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ტყიბული, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი.

ჩოხატაურის მერიაში მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მერიის ხელმძღვანელი პირები, სამართალდამცავები, საგანმანათლებლო სექტორის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში, ბავშვთა მიმართ და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და არიან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფემიციდის ფაქტებზე, ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ყურადღება გამახვილდა რეფერირების გზებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პრევენციული ღონისძიებების (ინსტრუმენტების) ეფექტიანობას. 

თვითმმართველობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს და ახალ მიდგომებს პრევენციული მექანიზმების გასაძლიერებლად.

თებერვალში ჩატარდა 15 ჩაღრმავებული  ინტერვიუ და 3 ფოკუს-ჯგუფი პედაგოგებთან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ძალადობის მსხვერპლებთან და რეფერირების სხვადასხვა  სუბიექტთან ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საპროექტო აქტივობების ეფექტიანობის და მიღწევების შეფასებისთვის  მონიტორინგის ჯგუფი აქტიურად ატარებს შიდა მონიტორინგს. ასევე მოხდება მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება, დასკვნების გამოტანა და შემუშავდება რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ონლიან ანკეტირებამ 10 სამიზნე მუნციპალიტეტში მოიცვა პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები. თვისებრივი ინფორმაციის მიღების მიზნით კი ჩატარდა 6 ჩაღმავებული ინტერვიუ და 4 ფოკუს-ჯგუფი, იყვნენ სამიზნე ქალაქების ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით. 

მონიტორინგში ჩართულმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ვებგვერდის https://sosfsokhumi.ge/ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს სერიოზული საინფორმაციო ბაზაა ოჯახში ძალადობის კუთხით და პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული მისი პოპულარიზაციის მასშტაბების გაზრდა.

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელისუფლებო სტრუქტურების და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათ ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია გააანალიზეს და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სტატისტიკის, ძალადობის პრევენციის და იმ სერვისების შესახებ, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მსხვერპლებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების აქტიურ ჩართვას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ტყიბულში

ტყიბულის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასების  მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია. ამასთანავე განხილული იყო ფონდის და გენდერული საბჭოს თანამშრომლობის პერსპექტივები.

გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად შედგა დიალოგი მუნიციპალიტეტის ვიცემერთან. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას. აღინიშნა აღმასრულებელ რგოლში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რაც საფუძველს დაუდებს ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის ადგილობრივ ღონისძიებებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევას, კერძოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 10 მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილების სერვისებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები