ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები: საინფორმაციო შეხვედრები

  • პარასკევი, 10 დეკემბერი 2021
  • 702 ჯერ

ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება 16-დღიან კამპანიასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ქობულეთში ჩატარებულ შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელიც შეუერთდა და შეკრებილებს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე ესაუბრა.

მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელს შეუწყობს პრობლემაზე რეაგირებას და ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები