იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისა და სარებილიტაციო ცენტრისთვის

  • ორშაბათი, 28 მარტი 2022
  • 771 ჯერ

ტყიბულის, თერჯოლის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საკონსულტაციო შეხვედრები მოაწყო.

იურისტმა ასევე სამი ონლაინ კონსულტაცია გაუწია სამტრედიის, ვანის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებს - გვარის შეცვლის, ალიმენტების და განქორწინების საკითხებზე.      

იურისტი აქტიურად მუშაობდა სარეაბილიტაციო ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად. ცენტრში მყოფ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა და სათანადო რჩევები მისცა. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები