რეგიონალური მუშაობის გარდა, ქუთაისში, ორგანიზაციის ოფისში 11 ბენეფიციართან ტარდებოდა ფსიქოთერაპიული მუშაობა. სამშაბათობით კი სარეაბილიტაციო სესიებს გადიოდა 4 ქალი, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსს გადიან. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: მადლობა, რომ დამეხმარეთ ჩემი შინაგანი რესურსების მოძიებაში, ჩემი ტრავმების, ტკივილის და სტერეოტიპული ქცევის გაცნობიერებაში.
მადლიერი ბენეფიციარების სიტყვები, მათი მოგვარებული პრობლემები – ფსიქოლოგის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)