ბაღდათი - საუკეთესო პრაქტიკა

  • ხუთშაბათი, 24 ნოემბერი 2022
  • 266 ჯერ

ეს არის თანამშრომლობის  თვალსაჩინო მაგალითი, საუკეთესო პრაქტიკა!

ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კარგი პარტნიორია. ბაღდათის მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ბევრი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა.

და აი, კიდევ ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. სოფელ დიმში მცხოვრებ ქალებს ახალი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.

ბაღდათის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით სოფლის ბიბლიოთეკაში უფასო სასწავლო კურსები დაიწყო. მონაწილეთა ნაწილი 10 კვირის განმავლობაში შეისწავლის პოლიმერული თიხის ნაკეთობების დამზადებას,  ნაწილი სტილისტის პროფესიას დაეუფლება, კიდევ ერთი ნაწილი კი Excel-ის  შემსწავლელ კურსს გაივლის. კურსები ქალების და გოგონების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები