ერთ-ერთ მათგანს - ძალადობის მსხვერპლს - ერიდებოდა თავის პრობლემებზე საუბარი. ლაპარაკი აიძულა სიკვდილის შიშმა (ქმარი ემუქრებოდა, ერთხელაც დანით დაედევნა და სასწაულებრივად გაექცა). აგრესია მოდიოდა მამის მხარეზე მყოფი უფროსი ვაჟისგანაც. სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას ის იყო დამცირებული, შეშინებული. სენაკში კი დავინახეთ მოვლილი, თავდაჯერებული, წარმატებული ქალი. უფროსი ვაჟი, რომელიც დედას აბრალებდა ყველა ცოდვას, ახლა ყოველ დილით ეხუტება და პატიებას ითხოვს. ამ ქალმა შესთავაზა შეკრებილებს, შეექმნათ ურთიერთდახმარების ჯგუფი, თვითონაც მზად არის, დაეხმაროს სხვებს და გაუზიაროს თავისი წარმატებული გამოცდილება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)