ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიური მუშაობა რეგიონებში

  • ხუთშაბათი, 25 მაისი 2023
  • 288 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები თემის აქტივისტ ქალებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირებაზე. ყველაზე ხშირად აქტუალურია ინფრასტრუქტურული პრობლემები. სენაკის და თერჯოლის ქალთა ცენტრებმა ადვოკატირების საკითხებად აირჩიეს საკანალიზაციო ჭების გაწმენდა და გარე განათების მოწესრიგება.

მაისში ასევე ჩატარდა მონიტორინგი ქობულეთისა და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რა მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი, რა საჭიროებები არსებობს ადგილებზე და მომდევნო შეხვედრები ამ საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები