2024 წელი ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  • ორშაბათი, 20 იანვარი 2025
  • 56 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს 2025 წელი.

2024 წელს მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური).

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ოთხი მიმართულებით მუშაობენ:

  1. ოჯახური ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
  2. ქალთა მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება ლოკალურ თემებში
  3. ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი
  4. სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება

ამ მიზნების მისაღწევად 2024 წელს:

- ჩატარდა 120 საინფორმაციო შეხვედრა - შეხვედრებში ჩაერთო 1860 ადამიანი (1476 ქალი, 324 კაცი)

- მოხდა 552 რისკის მქონე ოჯახის იდენტიფიცირება. ფსიქოლოგის და იურისტის მომსახურებით ისარგებლა 490 ბენეფიციარმა, სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისებით - 68  ქალმა. შედეგად: პოზიტიური კუთხით შეიცვალა 489 ბენეფიციარის მდგომარეობა. 63 ქალთან გრძელდება მუშაობა.

- გამოიკვეთა 64 პრობლემა (48 სოციალური და 16 ინფრასტრუქტურული) - მობილიზატორების ჩართულობით მოგვარდა 42 პრობლემა, 22-ზე მიმდინარეობს მუშაობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართული English  Русский

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები