შეხვედრები და პირადი კავშირები ქალებთან
ხუთ მუნიციპალიტეტში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ხურჩა/ზუგდიდი, წყალტუბო, სენაკი, ვანი, თერჯოლა) გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ქალებზე ძალადობა და ურთიერთობების მნიშვნელობა“.
ეს შეხვედრები ნიშნავს მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ოდესმე ძალადობას გადააწყდა. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის (დარტყმა, ცემა), ის ხშირად არის სიჩუმე, შიში, შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაკარგული თვითშეფასება. ხშირად ძალადობა ხდება უხმოდ, ოჯახის კედლებში, საიდანაც ხმა გარეთ არ გადის. ფსიქოლოგის აზრით, ამიტომაც არის აუცილებელი შეხვედრები და პირადი კავშირები ასეთ ქალებთან, რათა ვუთხრათ: „შენ მარტო არ ხარ“! ერთ შეხვედრაში შეიძლება დაიბადოს ძალა, ალაპარაკდეს, ითხოვოს დახმარება, ჩვენ კი შევძლებთ მის მხარდაჭერას და გადარჩენას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/qmc/item/15814-2025-07-24-17-00-49#sigProId395b83ffa7