ახლებური რაკურსით დანახული ლიდერობა და ადვოკატირება - ორდღიან ტრენინგზე

  • პარასკევი, 12 თებერვალი 2021
  • 1253 ჯერ

ისინი უკვე არიან ლიდერები, რადგან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას წარმართავენ 11 მუნიციპალიტეტში. ტრენინგიც ბევრი გაუვლიათ, თუმცა სწავლება არასოდესაა ზედმეტი. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც განხილული იყო აქტუალური თემები: ლიდერობის ფენომენი, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირების სტრატეგია.

ონლაინ სივრცე მონაწილეებისთვის იქცა ადგილად, სადაც მათ შეძლეს თავიანთი ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის, ახლებური რაკურსით დაინახეს ლიდერობა, გუნდთან მუშაობის და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების საკითხი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები