ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. კლუბის წევრებმა უამრავ სოციალურ პრობლემაზე იმსჯელეს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. აქტიური დისკუსიის დროს გამოიკვეთა არაერთი საკითხი: მცირე მეწარმეობის განვითარება და სოფლად ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. შემუშავებული რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარედგინება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
აქტიური საქმიანობა განაახლა ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა. ეს შესაძლებელი გახდა აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.
შეხვედრაზე კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის მიზნებისა და ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებების და მოსალოდნელი შედეგების, კლუბის წარსული საქმიანობის და ადგილობრივი პრობლემების წარმატებული ადვოკატირების შესახებ.
იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ ტრენინგზე, რომელიც გაიმართება არჩევნების, პოლიტიკური სისტემისა და ქალთა როლის თემაზე. განიხილეს აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად მდუმარე აქციის ჩატარებასტან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
ხობელი ქალბატონები კმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ კლუბი ხელახლა გააქტიურდება და ერთად შეძლებენ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა სოფელ ბიაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მცხოვრებლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ ბიაში და მედმუშაკი. მათ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები გააცნეს.
დისკუსიის დროს ქალებმა სოფლის პრობლემები გაახმოვანეს. მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ის, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები. ქალებმა გადაწყვიტეს, პრობლემის მოსაგვარებლად მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს სოფელში.
შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები მოქმედი პოლიტიკური პარტიების რაიონულ ორგანიზაციებში წარსადგენად.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს დეპუტატები დოდო გაბუნია და მზია ლემონჯარია. მათ ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და ცვლილებებზე, რომელთაც თავად შეუწყვეს ხელი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.
შეხვედრას ესწრებოდა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია, რომელმაც სოფელ ხეთაში არსებული სიტუაციის შესწავლის კუთხით გაწეული მუშაობა გააცნო შეკრებილთ. პრობლემა კლუბის წინა სხდომაზე გაჟღერდა. სამსახურის უფროსი შეპირდა სოფლის წარმომადგენლებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, რათა უახლოეს დღეებში მოგვარდეს სოფლის პრობლემა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც უნდა წარედგინოს პოლიტიკურ პარტიებს თავიათ პროგრამებში ინტეგრირებისათვის.
გამოიკვეთა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, მათთვის სტაჟირების პროგრამის დანერგვის და სასტუმრო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული უფასო კურსების მოწყობის აუცილებლობა.
კლუბზე დაიგეგმა ეკოლოგიური აქციის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით. აქციაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც თვითმართველობის მიერ მოწოდებული ნარგავებით გაანაშენიანებენ წყალტუბოს სხვადასხვა ადგილს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
შეხვედრა დაეთმო არჩევნების შედეგების განხილვას. სამწუხაროდ, წყალტუბოში ქალი-კანდიდატები არ იყვნენ წარდგენილი, რაც ხაზგასმულ იქნა კლუბის წევრთა მიერ.
სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო იმ პრობლემების დაფიქსირებას, რომელთა ადვოკატირებაზეც კლუბი იმუშავებს.
პირველ რიგში, გამოიყო დევნილ მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრანსპორტირების საკითხი. გადაწყდა, რომ მომზადდეს წერილი გამგეობის სახელზე და მომდევნო შეხვედრაზე მოიწვიონ ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გამოთქვა სურვილი, აქტიურად ჩაერთოს 16-დღიან კამპანიაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაზე მოხდა ადვოკატირებისათვის აღებული საკითხების შეჯერება. ყურადღება გამახვილდა ჯერაც გადაუჭრელ საკითხებზე. შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების კუთხით. შეხვედრაზე ასევე შემუშავდა იმ რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეწოდოს თავიანთ პროგრამებში შესატანად.
აპრილში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზებით წყალტუბოს სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა ნაწილი მოსალოცად გაემგზავრა გელათის დედა ღვთისას მონასტერში. 21 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია და დარგეს ნარგავები. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე მოხდა მიმდინარე ადვოკატირების საკითხების განხილვა და დაისახა სამომავლო გეგმა, რომელიც ამ საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს. ასევე კლუბზე განხილულ იქნა პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის დეტალები.
კლუბის წევრებმა შეხვედრის შემდეგ პატივი მიაგეს ოტია იოსელიანის საფლავს და კლუბის სახელით მონაწილეობა მიიღეს მისი დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე დაისვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებთან ხეების გადაბელვის საკითხი. ეს აუცილებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის. შეხვედრაზე მოწვეულ იქნა კეთილმოწყობის სამუშაოთა წარმოების კოორდინატორი, რომელიც გაეცნო სიტუაციას და უსწრაფეს რეაგირებას დაპირდა კლუბის წევრებს.
კლუბის მოდერატორის ინიციატივით, 1-ლი საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში დაინერგა საპილოტე სწავლება პროფესორ რამაზ სურმანიძის დამხმარე სახელმძღვანელოს „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“ მიხედვით (წიგნი შარშან გამოიცა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით).
შეხვედრაზე დაიგეგმა პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა, განხილულ იქნა მათთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით