ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე შეკრებილი ქალბატონები ინტერესით გაეცნენ ჟურნალს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“, სადაც აღწერილია სამწლიანი პროექტის მუშაობის შედეგები და მიღწევები. 

შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს კლუბის ძლიერი და სუსტი მხარეები, ისაუბრეს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

პროექტი დასრულდა, მაგრამ კლუბი მუშაობას განაგრძობს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიაზრებს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ქალთა მხარდაჭერას არჩევნებში.

ქალბატონებმა არ უღალატეს ჩვეულებას - ისაუბრეს მოგვარებულ და მოსაგვარებელ პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანი უკვე შეარჩიეს ადვოკატირებისთვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. აღნიშნეს, რომ  წინა პარლამენტთან შედარებით წელს მეტი ქალია წარმოდგენილი. მათი აზრით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა  თვლიან, რომ მაინც არასაკმარისია და ემხრობიან კვოტირებას.

საუბარი შეეხო მზადებას საერთაშორისო კამპანიისთვის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, ბაღის აღმზრდელებთან  და სხვა...

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირებაც. სხდომაზე განიხილეს რიგი  საკითხები და მათგან შეარჩიეს განსაკუთრებით პრიორიტეტულები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა განსხვავებული ფორმატით დაიწყო. რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის მქონე ქალბატონებს მიენიჭათ „კლუბის საპატიო წევრის“ წოდება და გადეცათ სიგელები.

ტელესიუჟეტისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონებმა  აღნიშნეს, რომ კლუბში მათ ბევრი რამ ისწავლეს, განსაკუთრებით - პრიორიტეტების განსაზღვრა და პრობლემების ადვოკატირება.

სხდომაზე ქალბატონებმა განიხილეს ა(ა)იპი დასუთავების სამსახურის ხელმძღვანელის პასუხი წერილზე, რომლითაც წინა სხდომის შემდეგ მიმართეს.

შეხვედრა საინტერესო იყო იმითაც, რომ მოწვეული იყო მეან-გინეკოლოგი, რომელმაც შეკრებილების ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

25 იანვარს ქუთაისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. მოწვეული იყო მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. სტუმარმა გააცნო კლუბის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას და დახმარებას.

საუბარი შეეხო სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილების კრიტერიუმებსაც. კლუბის წევრებმა თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

 

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა გაზრდილია, მოსახლეობამ მეტი იცის პრევენციული მექანიზმების შესახებ.

კლუბის წევრებმა თავიანთი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები - სხდომაზე ამის შესახებაც ისაუბრეს.

კლუბზე, ტრადიციულად, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემება შეარჩიეს ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  
გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. კლუბის მოდერატორმა შეკრებილ ქალბატონებს გააცნო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწოდებული რეკომენდაციები, კერძოდ, რომ დაინიშნა მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერა თანხები სატელევიზიო გადაცემებზე, ტრენინგების ჩასატარებლად, სპორტისა და კულტურის საკითხებში გენდერული მიმართულების განვითარებისათვის.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
6 აპრილს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე, ორი პრობლემის მოგვარების თაობაზე. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები. მათ კლუბის წევრებს აუხსნეს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია მათ სამსახურს ადამიანებისთვის.
აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია და ქალებს აძლევს შესაძლებლობას, გააქტიურდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

  

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით  ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მარინა შალამბერიძე,  პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი წულაია და პარტიის აქტივისტი ნინო დოლიძე.

ქალბატონმა მარინამ ისაუბრა კლუბის წევრებისთვის საინტერესო საკითხებზე - საარჩევნო უბნების კომისიები და მათი  მუშაობა, როგორ შეიძლება ინდივიდი - რიგითი მოქალაქე დარეგისტრირდეს და დამოუკიდებლად იყაროს კენჭი არჩევნებში.

ბატონმა გოგიმ მოუწოდა ქალბატონებს პარტიაში გაწევრიანება, გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

         

8 და 9 ივნისს ურეკში გაიმართა ფონდი „სოხუმის “ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების და ჟურნალისტების ქსელური შეხვედრა.

შეხვედრის რამდენიმე სესია საინტერესო ფორმატით წარიმართა - პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირების კუთხით; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბების გამოცდილება და მედიის როლი; გენდერული კანონმდებლობა და პრაქტიკა; სტრატეგიის შემუშავება.

შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილის აქტიური ჩართვის შედეგად, ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბების სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში და წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, გაიხსენეს რეალური ისტორიები, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, მოლაპარაკებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობასთან დიალოგზე.

„ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გვიჩნდება თემის მიმართ და დიდი სურვილიც, ჩავერთოთ დიალოგში. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები