ტრენინგი ფახულანში
ეს ფოტო საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთანაა გადაღებული - უკრაინის სოლიდარობის ნიშნად.
ეს სიმბოლური აქცია ტრენინგის მონაწილეებმა ჩაატარეს. ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სწავლება. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ხელშეწყობით ქალებმა შეიძინეს საჭირო ცოდნა და უნარები. პირველმა კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ტრენინგში, რომელზეც განხილული იყო ბიზნესის დაგეგმვის და ბიზნესპროექტის დაწერის საკითხები. საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებისთვის ორგანიზაცია მცირე გრანტებს გასცემს, რათა ქალებმა შეძლონ თავიანთი საქმის წამოწყება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)