დღის ცენტრები ქუთაისში, თერჯოლაში, ჩოხატაურში
ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილი დღის სარებილიტაციო ცენტრები პრაქტიკულ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს.
გასულ წელს ქუთაისის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ისწავლა 28 ქალმა, 5-მა კი ფრჩხილების მოვლის კურსი დაამთავრა. თერჯოლის დღის ცენტრში 5-მა ქალმა გაიარა თიხაზე მუშაობს და ამდენივემ - კოსმეტოლოგიის კურსი. ჩოხატაურში ჭრა-კერვის კურსი მოქმედებს და 9 ქალია მისი კურსდამთავრებული.
კურსების დასრულების შემდეგ ქუთაისსა და თერჯოლაში გაიმართა ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება და პროექტის გაწერა. საკონკურსო კომისიას წარედგინა 15 საპროექტო განაცხადი. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 4-4 პროექტი ქუთაისიდან და თერჯოლიდან, რომელთაც მიიღეს მცირე გრანტები.
2024 წელს ჩვენი დახმარებით 52-მა ქალმა შეისწავლა ახალი საქმე, მათი დიდი ნაწილი უკვე თვითდასაქმებულია. ისინი კმაყოფილები არიან იმის გამო, რომ ახალი პროფესიის შესწავლასთან ერთად შეუძლიათ საკუთარი საქმის დაწყება და თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/reabilitacia-ka/item/15478-2025-01-28-07-36-35#sigProId78d6c0176b