გაიმართა მორიგი ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერით. მასში გაშუქდა საქმიანობის შედეგები, მიღებული გამოცდილება.
გადაცემის ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი.
გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, მეწარმე ქალთა ფონდის და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებიდან.
გადაცემის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება საპროექტო საქმიანობაზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ პირველი საერთო ღონისძიება საირმეში ჩატარდა 27-28 მარტს.
ეს იყო ორი ჯგუფისთვის ჩატარებული ორი ტრენინგი ერთ მნიშვნელოვან თემაზე „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა (GREWS)“. ტრენინგებში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.
ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.
დეკლარაციის ხელმოწერა საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისში გამართული შეხვედრის დროს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი დეკლარაციას, რომელიც მიმართულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
საკონკურსო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს 16 საპროექტო განაცხადი. პროექტები შეიმუშავეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის წევრმა ორგანიზაციებმა მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპისთვის დაფინანსდება ლანჩხუთის ორგანიზაციების (საქართველოს სასოფლო დარბაზი და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი) მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები.
გადაწყვეტილებას დანარჩენი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საკონკურსო კომისია მიიღებს პროექტების დაკორექტირების შემდეგ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „ონლაინ „ხმის მრიცხველის“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის (Voter Advice Application) დანერგვა საქართველოში - მიღებული გაკვეთილები“.
პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელების თითოეული ეტაპი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.
მკითხველი გაეცნობა დეტალურ მეთოდოლოგიას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.
პანდემიის პირობებში ჩატარებული ონლაინ მუშაობის შემდეგ ქუთაისში ტრენინგზე პირველად შეიკრიბნენ 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ლობირების საკითხებს მიეძღვნა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა აქტუალური ქეისები. ინტერაქტიული მუშაობა წარმართა ტრენერმა ელისაბედ სოფრომაძემ. მონაწილეთა თქმით, ეს მათთვის სასარგებლო და ნაყოფიერი დღე იყო.
ტრენინგის ორგანიზატორია - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
რა შეიცვალა მეორე მონიტორინგის შემდეგ მუნიციპალიტეტებში? როგორია პროგრესი? რა გამოწვევები დარჩა?
ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგი დასრულდა. მონიტორინგის შედეგების განხილვას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მონიტორებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუშაობის პროცესში გამოვლენილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის პარტნიორის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ახალი პროექტის „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების კვლევა დაიწყო. საველე სამუშაოების შემსრულებლებთან შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებზე.
კვლევის გეოგრაფია მოიცავს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე 6 სოფელს და ქალაქ ზუგდიდს. კვლევის დროს შეგროვდება რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაცია.
ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“.
ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:
ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.
მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და თანატოლებსაც გავუზიარებ.
„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ - ეს არის ახალი პუბლიკაცია, მეორე ანგარიში, რომელიც მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
მეორე ანგარიშში ნაჩვენებია პირველი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.