მრგვალი მაგიდების სერია N3
დასრულდა ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების შეხვედრები, რომლის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის - ინტერსექტორული თანამშრომლობითა და კოორდინაციით ცენტრს, რეგიონსა და მუნიციპალიტეტებს შორის.
ამჯერად, ცენტრალურ დონეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი - თამარ ტარიაშვილი წარმოადგენდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას კი გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - ნანა კაკაჩია.
შეხვედრის დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაეთმო, რომლებმაც არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ინფრომაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)