სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუნიციპალიტეტებში აქტიურად  ატარებს შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატით, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტების ჩართულობით, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე უწყებებს შორის კოორდინაციის სისტემის დანერგვას.

შეხვედრებმა გამოავლინა ადგილებზე უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბების საჭიროება. ამ ინიციატივის რეალიზებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ბაღდათის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ  მერის მოადგილეები, მერიის იურიდიული, ახალგაზრდული, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილებების ხელმძღვანელები, ბავშვთა განყოფილების კოორდინატორები, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით მოწვეული იყო ზუგდიდის უწყებათაშორისი კომისიის წევრი გოგი რევია. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომისიის დაარსების, მნიშვნელობის და მუშაობის შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს კომისია იქნება ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობის საკითხებზე  კოორდინაცის გაუმჯობესების მექანიზმი და  ხელს შეუწყობს რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების მუშაობის გააქტიურებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები