ჩვენი წარმომადგენლობა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენმა თანამშრომელმა - ლინდა ჩიხლაძემაც მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს  გადაჭრის გზებზე. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ლინდა ჩიხლაძემ თავის გამოსვლაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ბავშვთა მოვლის დამატებითი სერვისების საჭიროებაზე, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი პრევენციისათვის მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების ადრეულ ეტაპზე დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები