მუშაობა ქალთა მხარდასაჭერად

კანადის თანასწორობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გაგრძელდა.

პროექტის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი/პოტენციური მსხვერპლი ქალების და სხვა დაინტერესებული მხარეების ხელმისაწვდომობა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფართო სპექტრზე (ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები, რეფერირების სისტემის აქტორები და სხვ.) ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და სათანადო რეაგირების მიზნით.

პროექტი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, წალენჯიხა,  სენაკი, ზუგდიდი, ქობულეთი, ჩოხატაური).

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებას განაგრძობს ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს ცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/

ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის რისკების სისტემატური შეფასება. შედეგები აისახება ვებგვერდზე ინტეგრირებულ ახალ პანელზე. შესაძლებელი იქნება დროული რეაგირება ქალთა წინაშე მდგარ საფრთხეებზე და სათანადო ადვოკატირების ჩატარება. შეიქმნება ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები, რომლებთანაც მოეწყობა შეხვედრები და ციფრული წიგნიერების კურსები, გაიმართება უწყებათაშორისი კომისიების შეხვედრები და ტრენინგები რეფერალური მექანიზმის სუბიექტებისთვის (სამედიცინო მუშაკები, პედაგოგები, პოლიციელები).

პროექტი ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას, მათი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამის სერვისებსა და პროგრამებზე წვდომას. 

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები