დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე

ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. შეხვედრაზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და ასევე, უწყების პრიორიტეტებსა და სააგენტოს განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები