ვორკშოპი სენაკის უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან
ჩატარდა ვორკშოპი სენაკის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის წევრებისთვის.
შეხვედრაზე გაიმართა დიალოგი კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, განხილულ იქნა რამდენიმე მწვავე ქეისი და დაისახა შემთხვევების მართვის სტრატეგია.
მონაწილეთა შეფასებით, კომისიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მოხდეს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაზარალებულებმა მიიღონ დროული და ადეკვატური დახმარება. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ამ მექანიზმს წარმოადგენენ ინტერსექტორული ჯგუფები; ხდება რესურსების გამთლიანება და შეუფერხებელი კოორდინაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)