კონფერენცია გენდერულ დეზინფორმაციაზე

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ჟურნალისტების როლი გენდერული დეზინფორმაციის აღმოფხვრასა და ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების ეთიკურ და პასუხისმგებლიან გაშუქებაში“. კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტების, განსაკუთრებით კი - ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლების, ინფორმირებულობის გაზრდა გენდერული დეზინფორმაციის გამოვლენისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების ეთიკურ გაშუქებაზე. ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების ჩართულობას, სადაც ყურადღება გამახვილდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების არაძალადობრივი და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებაში.

„დიდი მადლობა ამ თემის ჩვენამდე მოტანისთვის. ვისურვებდი, რომ მსგავს ღონისძიებას უფრო ფართო აუდიტორია ჰყავდეს და მხოლოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კი არა, არამედ ყველასთვის იყოს მისი მოსმენა შესაძლებელი. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი თაობა შეძლებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის მიღწევას ჩვენს ქვეყანაში,“ - საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა კონფერენციაში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები