პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები - თანასწორობაზე, სტერეოტიპებზე, გამოწვევებზე

რა საფრთხეებს უქმნის მოზარდებს გარემო, რომელშიც ჯერ კიდევ არის გენდერული დისკრიმინაცია; რა გამოწვევები გაჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს; რა მნიშვნელობა აქვს მშობლებისა და პედაგოგების ურთიერთობას - ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი ონლაინ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები...

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაცია „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. დაისვა აქტუალური პრობლემები, გამოითქვა მოსაზრებები, დაფიქსირდა წინადადებები, როგორ გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის კუთხით.

მონაწილეებმა ჩაინიშნეს საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა გააკეთონ თავიანთ მუშაობაში.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები