ამჯერად, სტუმრები ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის დეკემბერსა და იანვარში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მეორე რაუნდი დაიწყო!..
ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.
როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
„ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ფორმები და ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.“- ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის ფორმების სამართლებრივი ასპექტები. თვითმმართველობის როლი და კომპეტენცია, მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და სარგებელი ამ პროცესში.
გაანალიზდა კონკრეტული ისტორიები, რატომ არის სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანი. რა ეტაპებს გულისხმობს, რას ნიშნავს ეს პროცესი თვითმმართველობისთვის, ცალკეული მოქალაქეებისთვის.
როლური თამაშები,
პრეზენტაციები,
აქტიური დისკუსია,
მოკლე ფილმების ჩვენება...
სწორედ ასეთ რეჟიმში ჩატარდა ზუგდიდის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ტრენინგი თემაზე „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.
ასეთი იყო მონაწილეთა უკუკავშირი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თემები მოგვაწოდეთ დღეს, ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზე, გავიგეთ რა არის ტოლერანტობა, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და რა არის სტერეოტიპები, სტერეოტიპული მიდგომები“.
რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა? - დღევანდელ პირობებში ეს ტერმინი განსაკუთრებულ ძალას იძენს.
სწორედ ამ თემაზე გამართეს დისკუსია სოფელ დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზდული და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა.
ასევე, ინტერესით გაეცნენ ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და დღესასწაულად აღიარების ისტორიას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით