ტრეინინგ-სემინარები (105)
ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.


თერჯოლაში დასრულდა საბუღალტრო კურსის პირველი ეტაპი (დაფინანსებული ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის მიერ).
მონაწილეები დაეუფლნენ არსებული დოკუმენტების შენახვას და დაცვას, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შევსებას, წარმოებას და დამუშავებას.
კურსები ორ ჯგუფად ტარდება, თითო ჯგუფში 15 მონაწილეა. სწავლება თვის ბოლომდე გაგრძელდება.
წყალტუბოში აქტიურ ფაზაშია გადასული კომპიუტერისა და ჭრა-კერვის კურსები, რომელიც ხორციელდება პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოში“ ფარგლებში.
პროექტის ამ კომპონენტს დიდი გამოხმაურება მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მსგავსი კურსები ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომი არ არის ყველასათვის. ამ ეტაპზე ჭრა-კერვის კურსზე ჩართულია 8 ახალგაზრდა ქალბატონი, ხოლო კომპიუტერულ კურსს 15 მსმენელი ჰყავს.
პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოს რაიონში“ ფარგლებში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი პროექტების წერის მეთოდოლოგიაზე.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად - შემუშავდა სამი საპროექტო იდეა, რომელსაც ახალგაზრდები წარუდგენენ ადგილობრივ თვითმმართველობას და დონორ ორგანიზაციებს.
ტრენინგზე ახალგაზრდებს ესტუმრა წყალტუბოს გამგეობის კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი პროგრამების შესახებ.
აბასთუმანი, ანაკლია, ხეცერა, ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ოფაჩხაფუ, ჯუმი, უჩაშონა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დეპუტატები დაესწრნენ ტრენინგს ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე.
თემამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეების მხრიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქტიურად ჩაერთვებიან პრევენციულ ღონისძიებებში და მეტ დახმარებას გაუწევენ მსხვერპლს. სწორედ ეს გამოჩნდა ტრენინგის დროს შემუშავებულ რეკომენდაციებში.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით) შემდგომ ტრენინგზე მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები მამაკაცებთან, ბავშვებთან და მოზარდებთან ბორჯომში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ერთად - დაფიქსირდა მათი წინადადებები შემდგომ მუშაობაში ახალი კომპონენტების დამატებასთან დაკავშირებით.
სახალისო ღონისძიებით აღინიშნა დედის დღე - ბავშვები და დედები ჩაერთნენ კონკურსებსა და თამაშებში, მღეროდნენ, ცეკვავდნენ.
და ყველაზე მთავარი - ფონდის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი-ვორკშოპი ინსტიტუციური განვითარების მიზნით: მათ იმუშავეს ახალი პროექტის მიზნებსა და ინდიკატორებზე, ორგანიზაციის სუსტ მხარეებსა და მათი დაძლევის გზებზე, ფანდრაიზინგისა და უსაფრთხოების სტრატეგიებზე.
უამრავი ფლიფჩარტი, სამუშაო მასალა, რეკომენდაცია, ინიციატივა და გეგმა ჩამოიტანა ფონდმა „სოხუმმა“ ბორჯომიდან - ასე ნაყოფიერად დასრულდა 3 დღე.
თერჯოლაში დასრულდა კომპიუტერის კურსები. კურსები გაიარა ორმა ჯგუფმა. თითო ჯგუფში 15 მონაწილე იყო. ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა, რადგან კურსები იყო უფასო და ხელმისაწვდომი. კურსდამთავრებულებმა სერტიფიკატები მიიღეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სკოლაში პრეზენტაციების მომზადების დროს, ხოლო შედარებით უფროსი ასაკის მონაწილეებს ეს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
რუხი, ორულუ, ნაწულუკუ, ოდიში, ჩხოუში, ყულიშკარი, რიყე, ურთა - რიგით მეხუთე ტრენინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ მწვრთნელებმა ჩაატარეს პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).
ტრენინგის მონაწილეები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ განხილულ საკითხებს და გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
გრძელდება ტრენინგების ციკლი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მესამე ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების - ოქტომბერი, დავითიანი, დიდინეძი, დიდინეძის კახათი, კახათი, ერგეტა, ცვანე, ინგირი, ოირემე - და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეები საფუძვლიანად გაერკვნენ გენდერისა და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში და თავადაც გადაწყვიტეს აქტიური ჩართვა ძალადობის პრევენციის პროცესში.
ზუგდიდში მეორე ტრენინგი გაიმართა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაშის, კორცხელის, ნაცატუს, განმუხურის, გრიგოლიშის, დარჩელის, კიროვის ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
პრობლემაზე მსჯელობა, კონკრეტული მაგალითები, დისკუსიები, რეკომენდაციების შემუშავება - ტრენინგის ყოველი მონაკვეთი საინტერესო და აქტიური იყო. რაც მთავარია. გამოჩნდა მონაწილეთასურვილი, ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.
ტრენინგების ციკლი გრძელდება.