ტრეინინგ-სემინარები (105)
ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.
7 და 9 მაისს თერჯოლის ახალგაზრდულ სახლში ჩატარდა ტრენინგი „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ თემაზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა ახალგაზრდამ - მათგან 10-10 კომპიუტერული და საბუღალტრო სწავლების კურსდამთავრებულები არიან, ხოლო 10 - ახალი მონაწილეა.
ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი იდეის შესაბამისად დაწერონ ბიზნეს-გეგმა და განსახილველად წარუდგინონ კომისიას. გამარჯვებული მონაწილე სამახსოვრო პრიზით დასაჩუქრდება.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ის ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პროფესიული გადამზადების კურსებს: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მეტ შესაძლებლობას და ოჯახების სოციალური ფონის გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში.
10 მარტს დაიწყო კომპიუტერული კლასის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)







სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.
ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.
18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.
მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.
ფონდმა „სოხუმმა“ თერჯოლაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტის მონაწილე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება პროფესიული გადამზადების კურსები: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
15 მარტს ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
დამთავრდა ტრენინგების ციკლი ზუგდიდში. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ბოლო, მეექვსე ტრენინგი. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების შამგონა, ცაიში, ცაცხვი, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ჯიხაშკარი, ახალკახათი, კოკი - წარმომადგენლებმა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ოჯახში ძალადობისპრევენციისათვის.
ამგვარად, დასრულდა პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).
ტრენინგების პარალელურად ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა გამოკითხვა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ამჟამად მიმდინარეობს შეჯამება. მალე მომზადდება ანალიზი და გამოიცემა კიდეც.
ფონდი „სოხუმი“ 10 წელზე მეტია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ფონდის მწვრთნელები პერიოდულად ატარებენ ტრენინგებს გენდერულ თემაზე.
მარტსა და აპრილში გაიმართა ტრენინგების კიდევ ერთი ციკლი - 16 ტრენინგი გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე. ტრენინგებს დაესწრო 320 ადამიანი - საბავშვო ბაღების და კულტურული დაწესებულებების, ადგილობრივი სტრუქტურების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ტრენინგებმა აჩვენა ამ კუთხით მუშაობის ეფექტურობა და გავლენა გენდერულ სტერეოტიპებზე.