შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
თერჯოლის მერიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ლაშა გოგიაშვილთან.
შეხვედრაზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსუდან კოვზირიძემ ისაუბრა პროექტზე, რომელიც იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის 7 მუნიციპალიტეტთან ერთად თერჯოლაშიც ხორციელდება.
აღინიშნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების და განსაკუთრებით საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის კუთხით გაწეული და მიმდინარე მუშაობის შესახებ.
თერჯოლაში უკვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეუდგება. სამუშაო ჯგუფში არიან საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროცესში ჩაერთვებიან მერიის წარმომადგენლებიც.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა პირველი შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. ჯგუფი დაკომპლექტდა 11 ადამიანისაგან. აქ არიან: მერიის და საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე. შეხვედრაზე არჩეულ იქნა ჯგუფის ხელმძღვანელი - ალექსანდრე აკობიძე, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ონლაინ ხმების მრიცხველი - რა არის ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მუშაობს? როგორია მისი ევროპული მოდელი? როგორ დავნერგოთ ეს მოდელი საქართველოში?
ამ საკითხებს მიეძღვნა ონლაინ ვორკშოპი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის.
ეს პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ამიტომაც ევროპულ გამოცდილებაში ვიშეგრადის ქვეყნები იგულისხმება.
ამჯერად ევროპული მოდელი წარმოდგენილი იყო პოლონეთის მაგალითზე. ამის შესახებ საინტერესოდ, კონკრეტული ელექტრონული გვერდების მიმოხილვით ისაუბრა დოქტორმა კატარჟინა ზელინსკამ (სოციოლოგიის ინსტიტუტი, იაგელონის უნივერსიტეტი).
მან ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო პოლონეთის გამოცდილება VAA–ს (ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი) ინტეგრირებისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე მედიისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით VAA–ს გავრცელების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ისიც, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში. მონაწილეებმა დააფიქსირეს სიძნელეები, რაც შეიძლება ახლდეს ონლაინ მრიცხველის დანერგვას საქართველოში, თუმცა აქედანვე ნათელია: სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩევლებიც მიხვდებიან ამ მოდელის აქტუალობას, მნიშვნელობას და სიკეთეს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ონლაინ ფორმატში წარიმართა შეხვედრები ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან.
შეხვედრებზე შეჯამდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შედეგები. იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელთაც ორგანიზაციები მუშაობის პროცესში წააწყდნენ. ორგანიზაციების წევრებმა ასევე განსახილველად წარადგინეს სამუშაო ჯგუფის სია, რომელიც ყალიბდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ მონიტორთა ჯგუფი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.
გეგმის შესაბამისად, აპრილში ფოკუსირება მოხდა შემდეგ საკითხებზე - მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამები; სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება.
მაისში კი მონიტორინგის ჯგუფმა ცვლილებები შეიტანა სამოქმედო გეგმაში და იმუშავა იმაზე, რა გავლენა იქონია COVID 19-მა ძალადობის მსხვერპლზე, რა პრობლემები გამოიკვეთა იზოლაციისა და კარანტინის პერიოდში.
სწრაფი მოკვლევის პროცესში გამოიკითხნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, აქტივისტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომზადდა პუბლიკაცია „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა ონლაინ შეხვედრა თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან გურიის რეგიონიდან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი), ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი) წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეგრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელების საკითხები. ონლაინ შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების შექმნას და მათი საქმიანობის დაგეგმვას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის მიზნით. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის აქტიური მუშაობა გასწია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა. ქვეყანაში COVID19-ის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ორგანიზაციამ კვლევის პროცესი დროულად დაამთავრა.
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემები საფუძვლად დაედება ადგილობრივი საჭიროებების შეფასებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის რიგით მეოთხე შეხვედრა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტის 16 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგების და ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ასევე მონაწილეები გაეცნენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შეფასების მოკლე წინასწარ ანალიზს, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებული PAR მონიტორინგის შედეგებს და მოისმინეს პროექტის პიარ სტრატეგიის რეკომენდაციები.
დისკუსიის პროცესში მონაწილეთა მხრიდან საინტერესო აქცენტები გაჟღერდა, როგორ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობებში ვებგვერდების გამართვა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინტერაქციის ხარისხი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდმა „სოხუმმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „ბიჭვინთასთან“ (ქუთაისი), რომელთანაც ორგანიზაციას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
19 მაისს ცენტრს გადაეცა 500 ცალი პირბადე. მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები სტანდარტების გათვალისწინებით დაამზადა ფონდის „დღის ცენტრმა“.
სამედიცინო პერსონალის გარდა, პირბადეები გადაეცემა სამედიცინო ცენტრში მოსულ განსაკუთრებით მოწყვლად პაციენტებს (მათ შორის: დევნილები, ქალები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ.).
კიდევ ერთი ეტაპი დაასრულეს ხონისა და თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის კუთხით. საამისოდ გაიმართა ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები და 4-4 ფოკუს ჯგუფი.
მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ:
ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: დევნილთა საინიაციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრ „ედელვაისი“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“და „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.
ყველა ორგანიზაციამ მოიწვია სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები, იყო ნაყოფიერი, საინტერესო შეხვედრები: ონლაინ რეჟიმშიც და უშუალო დასწრებითაც - მიუხედავად რთული ვითარებისა. ამასთანავე გაკეთდა აუდიომასალები, ანგარიშები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით