შეხვედრები (638)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

1

  2 3

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით Zoom-ის პლატფორმაზე მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრა გაიმართა თემაზე „კონფლქიტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საპასუხოდ - სათემო ლიდერების როლი კრიზისზე რეაგირების პროცესში". 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი,  წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები: ვიცემერები, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის და ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ასევე თემის ლიდერები, ფონდი „სოხუმის“ მოდერატორები.

- რა გამოწვევები შეიქმნა პანდემიის შედეგად, როგორ პასუხობს ადგილობრივი  თვითმმართველობა, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს ადგილობრივ დონეზე და რამდენად იცნობენ მოქალაქეები ამ პროგრამებს - ფოკუსირება, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და ტენდენციებზე. მუნიციპალიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლამ საინტერესო გარემო შექმნა დებატებისთვის. გამოიკვეთა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით  სათემო ლიდერების  გააქტიურების აუცილებლობა.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა - თეორია და პრაქტიკა “ ფარგლებში და ამ აქტივობით მონაწილეთა ჯგუფი შეუერთდა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საუშაო ჯგუფთან ჩატარებულ ონლაინ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მეორე მონიტორინგის პრეზენტაცია წარმოადგინეს.

შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო ბიუჯეტის და ანტიკორუფციული გეგმის საკითხები. სამოქალაქო ბიუჯეტზე მსჯელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფინანსური სამსახურის წარმომადგენლებმა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ვანის პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარდა ონლაინ  შეხვედრა, სადაც განიხილეს ახალი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი და კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში მინიპროექტების ფარგლებში ჩამოყალიბდა ორი საინიციატივო ჯგუფი, რომელთა წევრებსაც აქვთ დარეგისტრირების და უფრო აქტიური მუშაობის სურვილი.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართ ონლაინ რეჟიმში.  განხილულ იქნა სამოქმედო გეგმა და გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძებები. ჯგუფი შეიმუშავებს ეთიკის კოდექსს და შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ფორმატზე, თუ როგორ უნდა ჩართონ ამ პროცესში მერიის წარმომადგენლები. ასევე  განიხილეს დამატებები, რომლებიც გეგმაში ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მეორე მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შეიტანეს.  

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1სასიხარულო ამბავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს მუნიციპალიტეტების რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც ცხელი ხაზის ეფექტიან მუშაობას წარადგენს.

სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ცხელი ხაზის მუშაობა იყო წარმოდგენილი: როგორია შემოსული ზარების სტატისტიკა, რა თემებს ეხება განაცხადები. ისაუბრეს ასევე ვებგვერდის განახლებაზე.

მეორე თემად მონაწილეებმა პანდუსების საკითხი განიხილეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ალექსანდრე აკობიძეს ამის თაობაზე ჰქონდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან.

ონლაინ ფორმატის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქტიურად წარიმართა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირებაზე იყო საუბარი ონლაინ შეხვედრაზე ბაღდათის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის მობილიზებული ჯგუფების ნაკლებობაა, ამიტომ ეს კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და გააქტიურების სტიმულს მისცემს ინერტულად განწყობილ ჯგუფებს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის მოწოდება.

კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იწყება 25 ნოემბერს და სრულდება 10 დეკემბერს.

ფონდმა „სოხუმმა“ ამ კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნა ჩარჩო ფეისბუქმეგობრებისთვის.

ჩატარდება ასზე მეტი აქტივობა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში...

შემოგვიერთდით!

ერთად - ძალადობის წინააღმდეგ!

გადმოწერა

1 2 3

„ქალები საქართველოს მომავლისთვის“ და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ - თერჯოლის ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინ ჩართვის დროს.

საუბარი გაიმართა ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირების თაობაზე. წარმოდგენილია ორი ვარიანტი - ქალთა ორგანიზაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია. მათ შესავსებად გაეგზავნა კითხვარები, რომელთა განხილვის საფუძველზე მოხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ონლაინ ჩართვის დროს. შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს პროექტის აქტუალობაზე, გაწეული სამუშაოს შედეგებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

29 და 30  ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან.

მონაწილეებმა ისაუბრეს ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელთაც ნოემბერში განიხილავს და  დაამტკიცებს საკრებულო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შექმნის ინიციატივა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების რისკებზე და დასაძლევ გამოწვევებზე. 

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები