კვლევა (9)
კვლევები - ეს არის ანკეტირებისა და გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდით სიტუაციის შესწავლის პროცესი ფონდი „სოხუმისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით - მშვიდობისმყოფელობა, ძალადობის პრობლემა, გენდერული თანასწორობა და სხვ. კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, დასკვნები და უმრავლეს შემთხვევაში ეს მასალები იბეჭდება კიდეც.


2016 წლის სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დევნილთა დასახლებაში მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელმაც აქ მცხოვრები დევნილების სოციალური საჭიროებები გამოავლინა. საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფების დამატება, კომუნალური სუბსიდირება, მედიკამენტების თანადაფინანსება, შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის გახსნა, ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამების დანერგვა და ა.შ.
კვლევა ჩატარდა, როგორც ორგანიზაციის წვლილი ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებაში (ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) პროექტი - „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში ფარგლებში“ ფარგლებში)
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში დასრულდა მრავალკომპონენტიანი კვლევების პირველი ეტაპი, რომელშიც ჩართული იყო ქართული მხარის 4 ექსპერტი (პროექტი მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით).
მკვლევარებმა წარმოადგინეს საექსპერტო ნაშრომების დრაფტები, რომლებიც 4 დამოუკიდებელ თემას მოიცავს და ეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის სხვადახვა ასპექტს.
კვლევის დასრულების შემდეგ რეკომენდაციათა საფუძველზე შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას.
პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით
2016 წლის აპრილ-მაისში ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევა ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა იგპ, სოციალურად დაუცველი ადამიანების, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, მეწარმე ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პირველი რიგის საჭიროებები.
სამიზნე ჯგუფებთან, დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ჩატარებული მუშაობის შედეგად შემუშავებული სარეკომენდაციო სახის წინადადებები განიხილება გენდერული საბჭოების მიერ, რათა მოხდეს რეკომენდაციათა პაკეტის წარდგენა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. წინა წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული პარამეტრებით შედგენას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით



მუნიციპალური ბიუჯეტის გენდერული ასპექტების ანალიზის ამოცანაა განისაზღვროს და წინა პლანზე წამოიწიოს არსებული სოციალური პრობლემები და ის, თუ რამდენად არის დაცული სოციალური სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე, რამდენად არის უზრუნველყოფილი არსებული რესურსების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის.
მოცემულ ანგარიშებში წარმოდგენილია ქუთაისის, სენაკის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კვლევა/ანალიზი გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით.