ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ აპლიკანტ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ონლაინ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების ფორმების შევსების წესთან დაკავშირებით. მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით კონსულტაცია გაწია მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ეკატერინე გამახარიამ, რომელმაც 22 აპრილს ონლაინ ჩაატარა ტრენინგი/ვებინარი თემაზე „პროექტებისა და საგრანტო განაცხადების შემუშავება“. ვებინარში რაჭა-ლეჩხუმის ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გურიიდან და იმერეთიდან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ თავიდანვე კარგად იყო გააზრებული და დაგეგმილი. ბოლო დროს Covid-19 ვირუსის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს პროექტი, მაგრამ გამოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორებიც.
პროექტის მონაწილეები ონლაინ შეხვედრების დროს ახალ გზებს ეძებენ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები: პოლონელი ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარება - ამჯერად ონლაინ; ონლაინ დაიწყება მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან - მოხდება მათი ინფორმირება აპლიკაციის დანერგვის და პანდემიის პირობებში გამოვლენილი საჭიროებების კუთხით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვიდეორგოლის მომზადებაზე - ანიმაციური ვიდეორგოლი ამომრჩეველს კარგად დაანახებს ონლაინ პლატფორმის არსს, მის მნიშვნელობას გააზრებული არჩევანისთვის და მისცემს სათანადო ინსტრუქციას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა პროექტში ჩართულ გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი) წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების საჭიროებების კვლევის მიმდინარეობა და საგრანტო კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების მზადების პროცესი. ორივე მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა საჭიროებების კვლევის მიზნით. ახლო მომავალში ცნობილი გახდება კვლევის შედეგები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
4 მაისს გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” პარტნიორების მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში.
განხილულ იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ადგილობრივი საჭიროებების შეფასების პროცესი, მაისის თვეში დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტის მედიაკამპანიის ეფექტიანი განხორციელების საკითხები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვას წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას. აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას. ეს დაეხმარება ამომრჩეველს, გაიგოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა გააკეთოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი.
მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის შემუშავების პროცესი, რომელშიც აისახება სხვადასხვა მწვავე საკითხი, მათ შორის Covid-19 პანდემიით გამოწვეული პრობლემები.
დისტანციურ რეჟიმში მოხდა საზოგადოებაზე ვირუსის გავლენის შესწავლა. მონიტორინგის ფარგლებში უკვე გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მორიგი ინტერნეტ შეხვედრა განხორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრისა“ და განათლებისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენლებს შორის. განხილული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების საკითხები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
გაიმართა ინტერნეტ-შეხვედრა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის წარმომადგენლებს შორის პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზაციისთვის საჭიროებების კვლევის ორგანიზების საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
მეწარმე ქალთა ფონდი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურად თანამშრომლობს ამბროლაურსა და ცაგერში პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
ნიშანდობლივია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ზედმიწევნით სრულდება ონლაინ კონსულტაციებითა და სატელეფონო კომუნიკაციებით. აპრილში ონლაინ კონსულტაციები ჩატარდა ამბროლაურის სამოქალაქო ორგანიზაციების: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრისა და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან, ასევე ცაგერის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან.
ონლაინ შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტით დაგეგმილი ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების სპეციფიკა, ტრენინგის ჩატარების ფორმატი და ყველა ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება დაიძლიოს დისტანციური მუშაობის შედეგად.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმი“ 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმზე იმყოფება. თანამშრომლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, ინტერნეტპლატფორმაზე ტარდება საერთო თათბირები, იხილავენ საპროექტო მუშაობას. მსჯელობენ გეგმებზე. შედეგად - სხვადასხვა ონლაინ მეთოდის გამოყენებით აპრილში ყველა აქტივობა განხორციელდა.
ორგანიზაციის აქტიური მუშაობა ასახულია ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/fsokhumi/.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გრძელდება თანამშრომლობა ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფო რეფორმის რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება - დაფიქსირდა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე დაიგეგმა ჩაღრმავებული ინტერვიუები, შეირჩა ექსპერტები და მეთოდები - ყოველივე ეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელების საწინდარია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით