ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს - საკრებულოში, გამგეობასა და მერიაში.
შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გაიგეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისების შესახებ, მობილიზატორები კი გაეცნენ ადგილებზე არსებულ პროგრამებს და სიახლეებს სოციალური მიმართულებით. ეს ინფორმაციები შემდგომში სამობილიზაციო და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე ვრცელდება, რომ ქალებმა და მათი ოჯახის წევრებმა და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს.

პროექტის „თემთა მობილიზება ოჯაში ძალადობის პრევინციისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვალერი ბახტაძესთან და თავმჯდომარის თანაშემწესთან ქეთევან ყუფარაძესთან. ისინი გაეცნენ სამოქმედო გეგმას, პროექტში შეტანილ იქნა კორექტივები - ივანდიდისა და ქუტირის ნაცვლად მუშაობა განხორციელდება ნახახულევში, კუხსა და მათხოჯში.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო ქალაქის მე-17 ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემათა ადვოკატირებისთვის.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი - ვლადიმერ ნაკაშიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ბათიაშვილი.
დისკუსია აქტიურად წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემა წამოჭრეს. მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაცია და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა. საინტერესო დისკუსიები გაიმართა გენდერული პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. გამოიკვეთა არაერთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის ყოფას და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების კეთილდღეობის პერსპექტივებს, რამდენად არიან მზად, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

15 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში, სადაც შეკრებილებს მიეწოდა ინფორმაცია დევნილთა კანონის შესახებ. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ყველა ის პრობლემა, რაც დევნილებს აქვთ. ერთ-ერთი ქალბატონის პრობლემის მოსაგვარებლად კი, რომელიც უკიდურესად ავადმყოფია და დამოუკიდელად გადაადგილება არ შეუძლია, დაიწერა განცხადება იძულებით გაადგილებულ და განსახლების სამინისტროში, რასაც თან დაერთო სამედიცინო ცნობა.
ქუთაისის №17 ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ახლომდებარე კორპუსების მცხოვრებლები. მოწვეული იყვნენ ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ დვალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა ისაუბრეს ყოფით და ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებზე.
ბატონმა კახაბერმა აღნიშნა, რომ მას ხშირად აქვს შეხვედრები თავის უბანში მცხოვრებ ადამიანებთან, მაგრამ ამ ტიპის შეხვედრა მისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა -მცირე აუდიტორიაში საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.



ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას ოზურგეთში, რომელსაც ახორციელებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი. გაიგეს გენდერული პოლიტიკის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ახალ ბიუჯეტებში.
პირველი გამოხმაურებები მოჰყვა „C“ ჰეპატიტით და ონკოდაავადებულთა პროგრამებს. დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სოციალურ სამსახურში.
დაიგეგმა იურისტის ვიზიტიც, რომელიც შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხის ადვოკატირებაში დაეხმარება მუზეუმის თანამშრომლებს.