15 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ასოციაცია „დეამ“ ჩაატარეს შეხვედრა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და ადვოკატირება“.      ფონდმა „სოხუმმა“ შეხვედრაზე მოიწვია ამ კატეგორიის ადამიანები, რომელთანაც მუშაობს ამჟამად ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით. მათ მოისმინეს დასაქმების ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქში  მიმდინარე პროცესებში.
    
 
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მიუძღვნეს ღონისძიებები ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა.
ერთი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ბენეფიციართა დღის ცენტრ „ვალენტინში“, მეორე - წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. მათ მიიღეს პასუხები სხვადასხვა კითხვაზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლი­დერ­თა სკო­ლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა.
ის 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის  არ­ჩევ­ნებში კან­დი­და­ტად იყო წარ­დგე­ნი­ლი და კენჭს იყ­რი­და ქუ­თა­ის­ში.  არ­ჩევ­ნებში და­მარცხების  მიუხედავად, მი­ი­ღო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლება და მუშაობას ამ მი­მარ­თუ­ლებით მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებშიც გა­აგრძელებს.2
ასმათ დვალიშვილმაგენდერულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქუთაისის მე-17, მე-40 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის 6 საშუალო სკოლების მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.
ენაკის სამხედრობაზაში ოფიცრების მეუღლეებთან გამართული საინტერესო შეხვედრა  კი დედისდღეს მიეძღვნა.

   

13 და 15 დეკემბერს ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში ჯგუფის წევრებმა კამპანიის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.  ჯგუფის წევრების აზრით, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაიზარდა, გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა და ჩართულობა.

მეორე ნაწილში მონაწილეებმა პრობლემათა ადვოკატირების გეგმა გაანალიზეს.

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირების გეგმაში გაწერილია ზურაბ ჭავჭავაძის  ქუჩის ნაწილისთვის სახელის მინიჭების საკითხი. საკითხმა უკვე გაიარა ერთი ინსტანცია და მალე სპეციალური კომისია განიხილავს. გადაწყვეტილება ერთ თვეში გახდება ცნობილი.

წყალტუბოში ადვოკატირება, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას უკავშირდება, მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან მოსახლეობას და პარალელურად სხვა პრობლემების ადვოკატირებაზეც მუშაობენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
  
ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისის 5 კოლექტიურ ცენტრში 42 ქალბატონის მონაწილეობით (მათი ასაკი  23-დან 65 წლამდე). მათგან 4 პირველად ესწრებოდა მსგავს შეხვედრას. გაიმართა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები კონფლიქტური სიტუაციების საკითხებზე. შეხვედრების ძირითადი თემა იყო საუბარი ოჯახურ კრიზისებზე და მათი დაძლევის გზებზე.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეს არის გულითადი საუბრების,  ფინჯანი ყავის ერთად დალევის და საჭირბოროტო პრობლემებისგან განტვირთვის შესაძლებლობა. ეს არის იმის შეხსენება, რომ ქალს აქვს უფლება, იფიქროს თავის სულიერ სიმშვიდეზე ოჯახის კეთილდღეობისათვის.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
BrotfürdieWelt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა  ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე განხილული იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პრობლემები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ სამსახურში და ასევე გამგეობასა და მერიაში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგროვებს ინფორმაციას „საქართველოს კანონის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ განხორციელების მონიტორიგის ფარგლებში. ოქტომბერში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მედიკოსებთან და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან. ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრთან და ქუთაისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა კანონში შესულ ცვლილებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   
22 ივნისს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან,  ისაუბრეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შესახებ, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად განხილულ იქნა ქალაქის ბიუჯეტში არსებული პროგრამები.
24 ივნისს საკრებულოს მორიგ სხდომას ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად შშმ პირებიც დაესწრნენ, რათა უკეთ გაეცნონ ქალაქში მიმდინარე პროცესებს, იმას, თუ რა საკითხები განიხილება და მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. 

   

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თვის განმავლობაში ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ისინი ასევე შეხვდნენ  სოფლის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის თანამშრომლებს. შეხვედრების მიზანია, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიგონ სიახლეები ფონდის მუშაობაში და ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად მოგვარდეს ადგილობრივი პრობლემები.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და აქტივისტები თვის მანძილზე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები: ქუთაისში - მერიის ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, წყალტუბოში - სოციალური სამსახურის იურისტთან და სოციალურ მუშაკთან, ხონში - საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარესთან, ფოთში - მერიის სოციალური, ჯანდაცვის და გენდერული სამსახურის უფროსთან, სენაკში - სოფლის რწმუნებულებთან. გამორჩეული შეხვედრა იყო ზუგდიდში - ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი და სათემო კავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით და შედეგებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები