1ფონდი „სოხუმის“ მიერ „გენდერულად ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები -  ანგარიშების კრებული - ეს არის ორგანიზაციის ახალი ონლაინგამოცემა.

კრებულში შევიდა სამი ანგარიში:

ენგურის ხიდთან, სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტის გადაკეტვასთან დაკავშირებით ფონდი „სოხუმის“ საგანგებო ანგარიში, რომელიც ეყრდნობა ორგანიზაციის მონიტორების მიერ 28-30 ივნისს შეგროვილ ინფორმაციას;

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, საქართველოს მოსახლეობის განწყობების და სიტუაციის ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ივნის-აგვისტოში შეგროვილ მონაცემებს;

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებისადმი, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დამოკიდებულების ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეგროვილ მონაცემებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია ადგილობრივ დონეზე ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის გზით“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა. მასში ნაჩვენებია კავშირი გენდერსა და კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებულ სისტემას შორის და ქალების ჩართვის მნიშვნელობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე. აგრეთვე წარმოდგენილია ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება, თემში კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის პირველი ნაბიჯები - წარმატებული ისტორიები ქუთაისში, წყლტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ანალიტიკური ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.

გამოცემაში წარმოდგენილია მშვიდობის შენების და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ახალი მიდგომები თანამშრომლობის, განვითარებისა, სახალხო დიპლომატიის სფეროში აქტიური მუშაობისა და ქალთა როლის ამაღლებისათვის.

 გადმოწერა

დასრულდა კვლევა „ქალთა მონაწილეობა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, კონფლიქტის სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის შენებაში ქალის მნიშვნელოვანი როლის გააზრება.
კვლევაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფლიქტის გადაჭრის საკითხებთან. გამოკითხულია 8 რესპონდენტი ფოკუს-ჯგუფის მეთოდით და 10 - ჩაღრმავებული ინტერვიუს გზით.
კვლევის შედეგები შეკრებილია ერთიან დოკუმენტში.
 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები