სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძველი პრობლემების ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენტიფიცირებასაც ახდენს. ჯგუფის წევრებმა  რამდენიმე პრობლემას შორის ყველაზე აქტუალური შეარჩიეს: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაბზარულია ღია აივანი და სახიფათო სიტუაციას ქმნის. საკითხზე უკვე დაიწყო მოკვლევა. შეგროვდა ფოტო და ვიდეომასალები, გროვდება ხელმოწერები. პრობლემაზე მუშაობა ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაგრძელდება: შეგროვებული ფოტომასალებით და ხელმოწერებით ჯგუფის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

10 ჯგუფი - 10 მუნიციპალიტეტში

უკვე შეიქმნა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები 10 მუნიციპალიტეტში. მაისში ჩამოყალიბდა ჯგუფები თერჯოლაში, სენაკში, ჩოხატაურში, სამტრედიაში, ტყიბულში, ვანსა და ქობულეთში. ივნისში კიდევ დაემატა სამი მუნიციპალიტეტი: ბაღდათი, წალენჯიხა და ზუგდიდი. ჯგუფებმა უნდა გაავრცელონ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რაც არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის ეროვნულ თუ მუნიციპალურ დონეზე. ისინი თავიანთი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. მათი თქმით, თავიდანვე ჩანს, რომ ჯგუფი კარგ საქმეებს გააკეთებს ქალებისთვის.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, თემებში არსებული სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობას განსაზღვრავს.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში აქცია ჩატარდა - ქალების ჯგუფს უფასოდ გაუკეთდა სისხლის ანალიზი; სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ქალს, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ; მობილიზატორის დახმარებით, ქობულეთში ძალადობის მსხვერპლი ქალი მუნიციპალურ პროგრამაში ჩაერთო და მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბაღდათსა და წალენჯიხაში ქალებს ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები შეექმნათ, რადგან ინფორმირების შემდეგ  ეკონომიკურ  პროგრამებში ჩაერთნენ.

ასეთი შედეგები  გაჩნდა  ივნისის ანგარიშში ხურჩა/ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .

ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს   ძალადობის შესახებ უყვებიან.

შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს  მიიღეს.

ქობულეთის მერიაში, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ბავშვთა უფლებების განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი თანამშრომლობა  ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული  ფსიქო-სოციალური გარემოსთვის“.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის  და მხარდაჭერის  განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გააცნეს. დიალოგი შედგა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში  საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული ქეისები, რომლებიც სასწრაფო წესით მართვას საჭიროებს. მოხდა შეთანხმება, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლას სისტემატიური ხასიათი მიეცეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუნიციპალიტეტის უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მონაწილეობით სენაკში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანდაცვის სფეროს, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და პოლიციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო იურისტს, რომელმაც მონაწილეებს რეფერირების დოკუმენტი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები გააცნო.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია  პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა  კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.

საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან. 

წყალტუბოში  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  ის პრობლემები გაანალიზეს, რომელთა ადვოკატირებაც  ადგილობრივი რესურსებით არის შესაძლებელი. ასევე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს, რომლითაც პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა იზრდება. 

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში არსებული ახალგაზრდული კლუბების წევრებმა კი მინი-პროექტების მიმდინარეობა  შეაფასეს. ისაუბრეს,თუ როგორ მიიღო  მაყურებელმა ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენილი ძალადობის სცენები. მათი შეაფასებით , მაყურებელი  მათთან ერთად ფიქრობდა, მსჯელობდა და ეძებდა გამოსავალს.

ხონის ქალთა  ორივე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზე იმუშავეს .ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი მინი-პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს  ესაუბრებიან ძალადობის სისასტიკესა და მის მავნე შედეგებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები