ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ძალადობის თემაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. იმსჯელეს, რამდენად მაღალია მოსახლეობის ინფორმირება ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე და როგორია ხელმისაწვდომობა.
შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან განსაკუთრებით აქტუალურია. მნიშვნელოვანია ამ ზონაში მდებარე სოფლებში მსხვერპლთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების არსებობა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „GREWS - კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის“ ფარგლებში.