ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ინიცირებული მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „მსხვერპლთა დახმარების სერვისები და მათი ეფექტიანობა.“
- რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა არსებულ სერვისებზე, ვის მიმართავენ დახმარების მისაღებად, რა მექანიზმების დანერგვა იქნებოდა უფრო ეფექტიანი - ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსი დისკუსიისას.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, თავშესაფრის იურისტი, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს სერვისების სტრუქტურა და გამოყენების გზები.