ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები წყალტუბოში, ფოთსა და ხონში

     
3, 4 და 11 სექტემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენდა 24-ს.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მონაწილეებმა იმუშავეს თემებზე: პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.
თემა ფსიქოლოგიური კუთხით გაანალიზდა: რთულ პრობლემათა გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპების მექანიზმში ქალთა ინფორმირებულობა და უნარ- ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი პროცესია მათი უფლებების დაცვის კუთხით. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მარტივია ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალგზას, სანამ სწორს არ მიაგნებს.
ამ მექანიზმების გაცნობა დაეხმარება ბევრ მათგანს, არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად შეძლოს პრობლემის მოგვარება.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

 
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა იურისტთან და ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 10  ქალი, მათ შორის 5 დევნილი.  ფსიქოლოგის თემას წარმოადგენდა აგრესიული სტრესი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  თემა იყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო. იმიტომ რომ არსებობს ბევრი სტრესოგენული ფაქტორი. ეს დაადასტურა ინდივიდუალურმა მუშაობამ სოციალური ადაპტაციის შკალასთან, რომელშიც ყველას ჰქონდა მაღალი ციფრები, რადგან სტრესოგენულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქალები გაეცნენ მედიტირების საფუძვლებს.
იურისტმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ენიჭება ძალადობის მსხვერპლს სტატუსი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის თანახმად. მათ მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შესახებ. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტი - ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

3 სექტემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მონაწილე 8 ქალმა მოისმინა საუბარი თემაზე - საჯარო  ინფორმაციის მიღების და გამოთხოვის  თავისებურებანი. ინფორმაციები, რომლებზეც წვდომა და მოთხოვნის უფლება გვაქვს. 
გაიცა კონსულტაცია მცირეწლოვანი ბავშვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 

იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

 
5 სექტემბერს ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში 10 დევნილი ქალის მონაწილეობით. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს განსახლება. განხილული იყო საერთო საკითხები, მათ შორის: დევნილთა განსახლების კრიტერიუმები, ინვალიდობის პენსიის  მოთხოვნის გზები და საშუალებები, დევნილ ბავშვზე მშობლების საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში დევნილის სტატუსის და  შემწეობის დანიშვნა, დევნილის შემწეობის შეჩერება. მონაწილეებმა მიიღეს კომპეტენტური პასუხი მათთვის საინტერესო საკითხებზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურისტის შეხვედრა ოზურგეთში

 
იურისტის საინფორმაციო ვიზიტი შედგა ქ. ოზურგეთის სახოკიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახში. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები მათთან არ არის.
შეხვედრაზე გაიცა სამართლებრივი კონსულტაციები: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სოციალური და შრომითი სამართლიდან.
უკვე გადაჭრილია იურისტის მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომლის თაობაზეც განცხადებით ქალაქის მერიას რამდენიმე თვის წინ მიემართა - წუწუნავას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, შეკეთდა გზა და გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები