22 იანვარს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც დევნილებთან ერთად ადგილობრივებიც ცხოვრობენ. შეკრებილები იცნობენ ფონდ „სოხუმს“, მაგრამ მათ ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს აქტიური მუშაობის შესახებ - განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საბჭოს მიერ წარდგენილი გენდერული რეკომენდაციები.
დევნილებმა ისაუბრეს თავიანთი პრობლემების (დაუკანონებელი ფართები, გაზიფიცირება, დატბორილი სარდაფები) შესახებ.
გადაწყდა, რომ ადვოკატირებაში ჩაერთოს ფონდი „სოხუმის“ იურისტი, რათა დაჩქარდეს პრობლემების მოგვარება.






30 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალისტებს, რომელთაც გაიმარჯვეს ფონდის მიერ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „ჟურნალისტები - არაძალადობრივი ცნობიერების ხელშეწყობისათვის“.
