იანვარში ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქის -ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ზუგდიდი - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შესახებ, მომავალ გეგმებზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები და აქტივისტი ქალბატონები დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს, გაეცნენ სიახლეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივებს.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ გამგებლის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ ეკოლოგიური პროექტის პრეზენტაციაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



იანვარში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეკრებილებმა მიიღეს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე: განქორწინება, ალიმენტის დანიშვნა, კრედიტთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები და პრევენცია, უძრავი ქონების შეძენა და რეგისტრაცია, სოციალური საკითხების კუთხით კანონდებლობაში შესული ცვლილებები.






