
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. შეხვედრების თემა იყო ადვოკატირება - ადვოკატირების გზები და საშუალებები.
შეხვედრებზე ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 4 თებერვალს) და უფასო გამოკვლევების შესახებ სკრინინგის პროგრამის ფარგლებში - რა ტიპის გამოკვლევის საშუალება აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამების გამოყენება.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.





