ონლაინ სივრცეში ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდნენ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ხონი, წყალტუბო, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი). მუშაობა მიეძღვნა თემას: „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“.

ტრენინგის მიზანი იყო ქალთა ჯგუფების უნარების ამაღლება წარმატებული ადვოკატირებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების ჩატარების შემაფერხებელი ფაქტორები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები, შეიმუშავეს თვითმმართველობებში არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.

ტრენინგში მონაწილეობა სასარგებლო აღმოჩნდა დევნილ საინიციატივო ჯგუფების წევრებისთვის, რომლებიც პროექტის ფარგლებში თვითონაც ჩაერთვებიან ადვოკატირების პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ორდღიან ტრენინგს „მშვიდობის მშენებლობა და ნდობის გამყარება“ 50 მონაწილე ესწრებოდა ონლაინ. იყო წარსულის გახსენება, მსჯელობა სამშვიდობო მოლაპარაკებების და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე.

ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ინტერაქტიული და ჯგუფური მუშაობით გამოავლინეს კონფლიქტების მოგვარების და ნდობის შენების უნარი.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს:

„მშვიდობის შენება ომგამოვლილი საზოგადოებისთვის რთული და მტკივნეული პროცესია, თუმცა შესაძლებელია და აუცილებელიც“.

„ქალები ომის მსხვერპლნი ან შეურაცხყოფის პასიური ობიექტები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელოვანი აქტორები უნდა გავხდეთ“.

„ასეთი ტიპის პროექტები ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოება მომზადდეს კონფლიქტების მოგვარებისთვის - ინფორმაციულად, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენით, განსაკუთრებით ეფექტიანი კომუნიკაციის მხრივ“.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

- დავფიქრდი კითხვაზე: „რითი ვარ გამორჩეული და რა გამიკეთებია განსაკუთრებული ჩემი ოჯახისთვის, ადამიანთა ჯგუფისთვის?“

- ძალიან მენიშნა თვისება, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს: „თანამშრომლების შექება, მათი დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება“.

- მომეწონა და დამაფიქრა ლიდერის სასურველმა და არასასურველმა თვისებებმა.

- საინტერესო იყო სავარჯიშო თვითპრეზენტაციის ეტაპების გამოყენებით. არასდროს მიფიქრია,  ასეთი თანმიმდევრობა თუ იყო საჭირო.

- ვიდეორგოლების საშუალებით დავინახე წარმატებული და წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ნიმუშები.

- აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ცხოვრებაში.

როგორც დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად იმუშავა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. ჯგუფის  წევრებმა ჩაატარეს ონლაინ ანკეტირება. შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა. კვლევის შედეგად გამოვლინდება დევნილი ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფი მათ ადვოკატირებაზე იმუშავებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა.  თავიდან შეკრებილებმა  მიმდინარე საკითხები განიხილეს, შემდეგ კი მოისმინეს ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.

ტრენინგების ციკლი აპრილში იწყება - მონაწილეობას მიიღებენ ფონდი „სოხუმის“ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. მათ შორის იქნებიან ზუგდიდის ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე ისინი გაეცნენ ტრენინგების განრიგს და თემატიკას.  

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ ჩატარდა  ანკეტირება, რამ შეუწყო ხელი პროცესის წარმატებით დამთავრებას. მეორე ნაწილში კი ისინი აპრილის გეგმას გაეცნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდება ტრენინგების ციკლი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, რა თემები იქნება განხილული ტრენინგებზე.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები გაზრდის მათ ინფორმირებულობას, კომპეტენციას, სამოქალაქო აქტივიზმს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საჭიროებების ინიცირებას ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

იძულებით გადაადგილებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების გამოსავლენად ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ანკეტირება ჩაატარა. პროცესში ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ელექტრონულ ფორმატში შევსებულია 40 ანკეტა. უკვე მოხდა ანკეტების განხილვა, რათა ნათლად წარმოჩნდეს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები. ყოველივე ეს საფუძვლად დაედება ამ ცენტრების სოციალური პროფილის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ანკეტირება, შეივსო კითხვარები. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი.

იმისთვის, რომ დასახლების სოციალური პორტფოლიო სრულყოფილად ასახავდეს არსებულ პრობლემებს, დასახლებაში გაიმართა შეხვედრები, განიხილეს შევსებული კითხვარები, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია და მოსახლეობამ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რა პრობლემების გადაჭრა არის მისთვის პრიორიტეტული.

გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებზეც უნდა დაისვას აქცენტები და საინიციატივო ჯგუფმა მიმართოს თავისი ადვოკატირების სტრატეგია - მაგ., უპატრონო ძაღლების პრობლემა, სადარბაზოებისა და გარე ფასადების რეაბილიტაციის პრობლემა და სხვა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომელშიც ჯგუფის წევრები იქნებიან ჩართულები. ანკეტირების ფარგლებში მოხდება ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ადამიანების საჭიროებების შესწავლა, შემდგომ კი დაიწყება გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირება მათი მოგვარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ჯგუფის წევრები ანკეტირების ჩასატარებლად მოემზადნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხდება სხვადასხვა სტატუსის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 40 ქალის გამოკითხვა.  გამოკითხვა მიზნად ისახავს დევნილთა კოლექტიური ცენტრების და პრივატიზებული ობიექტების  სოციალური პროფილის ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები