წყალტუბოში აქტიურად მუშაობს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა დევნილთა კოლექტიურ დასახლებებში სოციალური საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის გამოკითხვის პროცესი დაიწყეს. ანკეტირების  მიზანია, დევნილთა პრობლემური საკითხების წარმოჩენა, შემდგომში მათი ადვოკატირება პრიორიტეტულობის მიხედვით და მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

შეხვედრა-კონსულტაცია  გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან, რომელშიც მიიღო მონაწილეობა 12 წევრმა.

შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, მონაწილეებთან  განხილულ  იქნა შემუშავებული კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებების შესწავლას. შემდეგში კი დაგეგმილია ამ საკითხების ადვოკატირება და მოგვარება.

შეხვედრაზე  პერსონალურად განაწილდა დავალებები და ყველა ტექნიკურ კითხვაზე  მიღებული იქნა გადაწყვეტილება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი კვლევის პროცესში ჩაერთო. გამოკითხვა გამოავლენს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა სტატუსის მქონე დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში აქტუალურია. სენაკის მუნიციპალიტეტში 40 ოჯახი გამოიკითხება. გამოკითხვის შედეგად შეიქმნება დევნილთა კოლექტიური ცენტრების და პრივატიზებული ობიექტების  სოციალური პროფილი.

საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი მომზადდა ანკეტირების ჩასატარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა განიხილეს საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდიკა, ერთმანეთს გაუზიარეს კვლევაში მონაწილეობის გამოცდილება.

ტრენინგზე დეტალურად ისაუბრეს რესპონდენტებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე, ონლაინ ანკეტების შევსებაზე, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარებაზე. მონაწილეები გაეცნენ კითხვარს და მიიღეს სათანადო რჩევები.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკას მიეძღვნა ტრენინგი ხონის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ონლაინ რეჟიმში მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ჩატარების შესახებ. ისაუბრეს ჯგუფებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე.

ტრენინგი გაიმართა პრაქტიკულ რჩევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით.  მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ონლაინ ანკეტის დეტალურ განხილვაში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ანკეტის შინაარსთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდები და უნარები, სამიზნე ჯგუფებთან რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკა - ამ თემებზე განახვილდა ყურადღება ტრენინგზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა ქუთაისის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა განიხილეს ანკეტის შაბლონი, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მოლოდინები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პროექტის „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა სენაკის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე.

გაანალიზდა, რა რისკები ახლავს რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების პროცესს, რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნე ბენეფიციარების შერჩევა. შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშოები ფასილიტაციის ტექნიკასა და უნარებზე.  

ჩატარებული მუშაობა სერიოზულ დახმარებას გაუწევს ჯგუფის წევრებს, ვინაიდან ისინი მომდევნო თვიდან  უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გაიმართა ტრენინგი, რომელზეც განიხილეს სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა.

მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, კვლევებში მონაწილეობის გამოცდილებაზე.

ჯგუფის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ტექნიკა; როგორ უნდა შეივსოს ონლაინ ანკეტები; როგორ უნდა ჩატარდეს ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ.

პრეზენტაციის საშუალებით მონაწილეები გაეცნენ კითხვარის ნიმუშს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, შეხვედრა საინტერესო და აქტიური გამოვიდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მუშაობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში დაიწყო კოალიციური პროექტი, რომლის სახელწოდებაა: „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დევნილებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები