ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მეოთხე მონიტორინგი და მოქალაქეთა საჭიროებების კვლევა. სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩატარებული მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრა აქტიურად წარიმართა. მონაწილეთა მხრიდან იყო შეკითხვები, რომლებზეც კომპეტენტური პასუხები გაიცა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ოზურგეთში გამართულ დებატებზე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგის და მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგები. ეს მუშაობა ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ -
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭიროებების კვლევის შედეგებს, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა პარტნიორ ორგანიზაციებთან ოზურგეთში: „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, ისაუბრეს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტით დაფინანსებული ახალი პროექტების სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების და მათი მონიტორინგის, ასევე - მოქალაქეთა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ოზურგეთში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების საზოგადოებრივი მონიტორინგების შედეგები“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, პედაგოგები, დაინტერესებული პირები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ წარმომადგენელმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
გურიის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციების „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მათ მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები და აღნიშნეს მონიტორინგების შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.
საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის შედეგები განიხილეს ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. მონიტორინგი ჩაატარეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით.
ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს უკვე ჩატარებული სამი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის, მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში დამთავრდა ინტერნეტიზაციის პროცესი და ადამიანს ელექტრონულად ნებისმიერი ადგილიდან ექნება წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე. ეს ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის საქმეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლის წარმოჩენას.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით