სექტემბერი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისთვის. ქვესაგრანტო პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მე-4 სკოლაში არსებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა განახორციელა პროექტი „BRAIN-ROOM - ახალგაზრდული სივრცე საზოგადოების ინფორმირებისათვის“.

პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს თემატური ნახატი ბანერისთვის, რომელიც  BRAIN-ROOM მთავარი ატრიბუტი უნდა გახდეს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. სტუმრები იყვნენ იყვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაციები ახალგაზრდულ პროგრამებზე, გენდერულ საკითხებზე, მერიის სოციალურ პოლიტიკაზე. ახალგაზრდული კლუბის ბაზაზე შეიქმნა ინფო-ჯგუფები, რომლებმაც მასტერკლასები ჩაატარეს უფროსი ასაკის ადამიანებთან ინტერნეტთან მუშაობის უნარებზე.  საპროექტო აქტივობები დასრულდა, თუმცა დარჩა სადისკუსიო სივრცე BRAIN-ROOM,  რომელიც ახალი სტუმრების მოლოდინშია.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ქვესაგრანტო კონკურსის ფარგლებში განახორციელა პროექტი „მდგრადი მოხმარება და წარმოება - ახალგაზრდები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის“. 

მომზადდა ბანერი, დაიბეჭდა თემატური კომიქსები ნაგვის ურნებზე გასაკრავად. კლუბის წევრებმა შეიძინეს საკანცელარიო ნივთები.

საპროექტო აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა. ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა, ტრენინგები, ვორკშოპები ნარჩენების მეორად გადამუშავებაზე. პროექტი დასრულდა აქციით: ნაგვის ურნებზე კლუბის წევრებმა გააკრეს თემატური კომიქსები.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მოხმარების, მეორადი გადამუშავების წესებზე მოსახლეობის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების მხარდაჭერით წყალტუბოში ორი პროექტი დაფინანსდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. პროექტები, რომლის რეალიზებასაც ახალგაზრდები გეგმავენ, მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდული ჯგუფების გააქტიურებას, მათ ინფორმირებულობას ეკოლოგიურ საკითხებზე, თვითმმართველობის პროგრამებზე და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირებას იწყებს პრობლემაზე: მოსახლეობის არაინფორმირებულობა ადგილობრივ პროგრამებზე. საერთო განხილვის შემდეგ დამტკიცდა ადვოკატირების გეგმა. სექტემბრიდან ადვოკატირებით განსაზღვრული აქტივობები დაიწყება.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. კონკრეტული პრობლემა  კვლევის შედეგად გამოვლინდა. უკვე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია, გაიწერა კონკრეტული აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები პროექტის შექმნაზე მუშაობენ. მონაწილეებმა უკვე იციან, როგორ ააგონ პროექტი. იმუშავეს პროექტის სახელწოდებაზე, დაამუშავეს სლოგანი, იმსჯელეს მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე. 

ქვეგრანტების კონკურსზე წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები ორ-ორ პროექტს წარადგენენ, თითოეულ პროექტში კონკურსით გამოცხადებული მიმართულებები გაჟღერდება.

წყალტუბოში ორი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფია. ჯგუფების წევრებმა შეხვედრებზე საკუთარი აქტიურობის მაჩვენებელი განსაზღვრეს და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება. გაიხსენეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები.

მათი აზრით, ახალგაზრდების ჩართულობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას საზოგადოებაში.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა  მოისმინეს ინფორმაცია ანკეტირებაზე, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების  ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასებას. კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხები გახდება ადვოკატირების საგანი, რაც მომდევნო თვიდან განისაზღვრება საინიციატივო ჯგუფის ადვოკატირების გეგმით. 

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩართულნი იყვნენ გამოკითხვის პროცესში, რომელიც სხვადასხვა ფორმატით ჩატარდა. ჯგუფის შეხვედრის დროს მონაწილეებმა შესრულებული საქმიანობა შეაფასეს. მათი აზრით, ყველამ შეძლო გამოკითხვის ჩატარება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაციები, ტექნიკურად როგორ უნდა დაიგეგმოს, მომზადდეს და ჩატარდეს ფოკუს-ჯგუფები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შიდა დისკუსიისას არ დაიკარგოს მთავარი ფოკუსი. ინტერაქტიულად, კონკრეტული მაგალითებით განხილულ იქნა აქტიურ და პასიურ მონაწილეთა ტიპები, ფასილიტაციის ძირითადი პრინციპები.

ტოლერანტობა და კონფლიქტი იყო განხილვის თემა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრაზე. მონაწილეებმა თვითპრეზენტაციით უპასუხეს კითხვებს:  რამდენად ტოლერანტული ვარ და როგორია ჩემი ტოლერანტობის ხარისხი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როლური თამაშებისა და თემატური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კონფლიქტების ადრეული მართვა, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები გენდერულ ჭრილში. თემისადმი ინტერესი როლური თამაშების ანალიზის პროცესში გამოხატეს.

მეორე შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მათ მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე და ჩაერთვებიან კვლევაში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს  ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები