ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.

ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.

სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს  სხვადასხვა სკოლაში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს გოგო-ბიჭები მშვიდობის ელჩები არიან!

მათ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოაწყვეს... თან ფორუმ-თეატრის წარმოდგენაც გამართეს ეკოლოგიის თემაზე...

იდეა პროექტში მონაწილეობის შედეგად გაჩნდა. პროექტის სახელწოდებაა „ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისათვის“.

აქციაში ფონდ „სოხუმთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლებმა.

ახალგაზრდა მშვიდობის ელჩების ინიციატივა სტიმულია თანატოლების გააქტიურებისთვის.

ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.

პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.

მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.

მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...

რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების  დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.

მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.

ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი  მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.

მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...

კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.

კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...

ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.

 

 

პანდემიამ ფორუმ-თეატრის მსახიობებს ბევრი ახალი რამ ასწავლა:  ვიდეორგოლების გადაღება, მონტაჟი, მუსიკის ფონის შერჩევა...

ახალგაზრდებმა თებერვალშიც ონლაინ იმუშავეს. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა მათი ნამუშევარი - პერსონალური ვიდეორგოლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.ამასთანავე ატარებდნენ რეპეტიციებს, რომ ღირსეულად შეხვდნენ მონატრებულ მაყურებელს.

მარტიდან ფორუმ-თეატრის მსახიობები წარმოდგენებს გამართავენ სხვადასხვა ქალაქის პარკებსა და სკვერებში.  

 

ფორუმ-თეატრის იანვრის ცხოვრება ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ  აქტიურად. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ახალგაზრდა მსახიობების მომზადებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოკოლაჟები.

დაიწყო ახალი რუბრიკა - ფორუმ-თეატრის ყველა მსახიობი გადაიღებს პერსონალურ ვიდეოს.

აქტიურად გრძელდება სარეპეტიციო პერიოდიც. უკვე შეიმუშავეს თებერვლის  გეგმა. ფორუმ-თეატრის ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე შეხვდება მაყურებელს...

https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები