ნინო ჭანიშვილი დღეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა. თუმცა აქამდე მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გაიარა. ის ოზურგეთის ერთ პატარა რაიონში ცხოვრობს, სადაც გადაადგილების საშუალებად მამის „მარშრუტას“ იყენებდა და ამგვარად, ირგვლიმყოფების გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი იდეა გაუჩნდა, საკუთარი ავტოსკოლა დაეფუძნებინა და შეძლო კიდეც მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მრავალ გამოწვევას აწყდებოდა ამ სფეროში თავისი სქესის გამო. მან შეძლო და დაამსხვრია ყველა წინაღობა, სტერეოტიპი, რაც მიზნის მიღწევაში ეღობებოდა, გახდა ავტომანქანის მართვის წარმატებული პედაგოგი, არის აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული პოლიტიკის გატარებას და ამასთან ერთად არის მცირეწლოვანი შვილის დედაც.