1 2 3

 4 5 6

„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ოზურგეთში. შეხვედრა ითვალისწინებდა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების კოორდინაციის ხელშეწყობას და მასში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და დაინახეს თანამშრომლობის აუცილებლობა. მთავარ როლს თავის თავზე აიღებს გენდერული თანასწორობის საბჭო - საბჭო, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შესწავლის, უამრავი პრობლემის  ადვოკატირებისა და მოგვარების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

 5 6 7 

სექტემბრიდან ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე ქალთა ახალმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. გაკვეთილებზე ისწავლება სხვადასხვა ნაკეთობის შესრულება. მოსწავლეებმა პოლიმერული თიხისგან უკვე თავად შექმნეს არაერთი საინტერესო კომპოზიცია.  ისინი კმაყოფილები არიან სასწავლო პროცესით და თავიანთი შედეგებით.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3

 4 5 6 

7 8 9

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს მცირე პროექტს „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს დისკუსიის ფორმატის ორი შეხვედრა. ისაუბრეს გენდერსა და ოჯახში ძალადობაზე, რეფერალურ მექანიზმებზე, ძალდობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფილმი ძალადობის თემატიკაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა პრობლემის გააზრება და დისკუსიაში ჩართვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

 5 6

გრძელდება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავები და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა  მოისმინეს ქალაქში არსებული ოჯახში ძალადობის სიტუაციური ანალიზი. როგორც ითქვა, თემის აქტუალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. კოორდინირებული მუშაობის პასუხისმგებლობას პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქალთა კლუბი იღებს.

ასევე გაიმართა შეხვედრა-დისკუსია მშობლებთან პედიატრების ჩართულობით. განხილულ იქნა თემები: ოჯახში ძალადობა, თანამედროვე ტექნოლოგიების,  როგორც გასართობი საშუალების, გამოყენება და მისი უარყოფითი შედეგები. მშობლებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ასეთ ჭრილში არასოდეს განუხილავთ.

ფოთის სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღამ გააკეთა სიუჟეტი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის შესახებ.

https://www.facebook.com/iamze.gorgotadze.1/videos/944247122598791/

 

1 2 3 4

 5 6 7 9

სენაკის, ქუთაისის, ხონის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში სამობილიზაციო შეხვედრები მშვიდობის საერთაშორისო დღეს დაუკავშირეს (21 სექტემბერს აღინიშნება). ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში ჩატარდა. დაფიქსირდა: აუცილებელია, რომ სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან დაიწყოს.

სამობილიზაციო შეხვედრებზე ბენეფიციარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. ამას გარდა, შეხვედრებზე წამოიჭრა პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ადვოკატირების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

 5 6

სალათები, ბოსტნეული ნიგვზით, ცომეული - სხვადასხვა გემრიელი კერძი მზადდება ფონდი „სოხუმის“ სამზარეულოში. დღის ცენტრში, კულინარიის კურსებზე, 10 ქალი ეუფლება ერთ-ერთი საჭირო პროფესიის საიდუმლოებებს.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში გრძელდება უფასო პროფესიული კურსები. ჭრა-კერვის გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ. მოსწავლეებმა შეისწავლეს კერვის დაწყებისთვის აუცილებელი ნიუანსები, ნამუშევრებიც სახეზეა.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში სხვა პროფესიულ კურსებთან ერთად  საბუღალტრო აღრიცხვის კურსიც მოქმედებს. კურსის მონაწილე ქალები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს საერთაშორისო სტანდარტებით, მოქმედ კანონმდებლობას, აღრიცხვის მეთოდოლოგიას, ორისის პროგრამას. ყოველივე ეს მათ დასაქმების ახალ პერსპექტივას გაუხსნის.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მათ გაიგეს, როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი და რა ღონისძიებებია საჭირო მისი რეაბილიტაციისთვის. შეხვედრამ კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაიარა. ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5 6

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართა - ამჯერად მესამე საბავშვო ბაღში.

უთანასწორობის კავშირი ოჯახში ძალადობასთან, ბავშვის მიმართ ძალადობა, პრევენციული მექანიზმები - ამ თემებზე გაიმართა დისკუსია საბავშვო ბაღების გამგეებთან და პედაგოგებთან. ტრენინგის მონაწილეებმა გულისტკივილით ისაუბრეს პატარებზე, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან და აკლიათ სილაღე, ბედნიერი სხივი თვალებში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემა, რომელიც პირდაპირ აისახება ბავშვზე - უმუშევრობა, მიგრაცია, გაუცხოება და კონფლიქტები ოჯახებში, ფსიქოლოგიური დახმარების ნაკლებობა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები